გვერდი

Monday 7 May 2012

იუსტიციის სამინისტრომ ივანიშვილის პარტია რეგისტრაციაში გაატარა


     ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, ამის შესახებ მას იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.
    პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სადამფუძნებლო ყრილობა 21 აპრილს ჩატარდა. როგორც ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის წევრმა, არჩილ კბილაშვილმა განმარტა, ბიძინა ივანიშვილს  პარტიის თავმჯდომარედ კონსტიტუციაში იმ ცვლილებების შეტანამდე ვერ აირჩევენ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას გულისხმობს. მანამდე პარტიის თავმჯდომარედ ადვოკატი მანანა კობახიძე დაინიშნა.
       პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები არიან: გურამ ოდიშარია, ირაკლი სესიაშვილი, ივანე კიღურაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, სოზარ სუბარი, გუგული მაღრაძე, ელისო ჩაფიძე, გელა ხვედელიძე, ნოდარ ხადური, თედო ჯაფარიძე, თამაზ ავდალიანი.

No comments:

Post a Comment