გვერდი

Friday 11 May 2012

ონოღიელებს ალასანიას იმედი აქვთ


10 მაისს მარტვილის რაიონის სოფელ ონოღიაში ’’თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მოსახლეობას შეხვდა და  ’’ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე გააცნო. ალასანიამ ონოღიელებთან კოალიციის ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამები შესახებ ისაუბრა.
’’თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ონოღიელებისგან მოისმინა სოფელში არსებული პრობლემები და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ გადაჭრას დაჰპირდა.
’’ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ გავიმარჯვებთ სამეგრელოში, გავიმარჯვებთ საქართველოში  და ამ პრობლემების გადაწყვეტას დავიწყებთ. იმიტომ, რომ ადამიანებს სჭირდებათ დეპუტატი პარლამენტში, რომელიც მათ სატკივარს მიიტანს. ამ ადამიანებმა სახელიც კი არ იციან საკუთარი დეპუტატის, არც ჩამოსულა, არც დალაპარაკებია ამ ხალხს და არც პარლამენტში დაუყენებია რამე საკითხი საჭირბოროტო ამ სოფლისთვის“- განაცხადა შეხვედრის დასასრულს ალასანიამ.
ცნობისთვის, ონოღია და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას და დევნას განიცდიან. ხელისუფლებამ სოფელს წაართვა მიწის ფართობები, საძოვრები და სრულიად უკანონოდ, მოსახლეობისგან მალულად უცხოურ კომპანიაზე გაასხვისა.
შეხვედრის შემდეგ მოსახლეობამ გამოთქვა იმედი, რომ ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლების კანონიერი გზით შეცვლას, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას და უკანონობის ალაგმვას  შეძლებს.

ზურაბ ჯამბურია

No comments:

Post a Comment