როგორც იცით, საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატი
20 მაისს დასრულდა, იმავე დღეს „ზესტაფონმაც“ და „მეტალურგმაც“ ჩემპიონობა იზეიმეს.
თუმცა რეალური ჩემპიონის გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი
კომიტეტის მოწვევა გახდა საჭირო. სხდომაზე კი საღმა აზრმა იძალა. დაგვიანებით, მაგრამ
სრულიად დამსახურებულად ზესტაფონის „ზესტაფონი“ ზედიზედ მეორედ გამოცხადდა ქვეყნის
ჩემპიონად.
რაც შეეხება სამეგრელოს რეგიონს, საიდანაც უმაღლეს ლიგაში
(ანუ ზედა რვიანში) 3 გუნდი ასპარეზობდა, მოკლედ გაგაცნობთ მათ შედეგებს:
კოლხეთი (ფოთი)

ბაია (ზუგდიდი)

მერანი (მარტვილი)
ქართველ სპეციალისტთა აღიარებით წლევანდელი სეზონის
მთავარ აღმოჩენად მარტვილის „მერანი“ იქნა მიჩნეული. გუნდმა მოკლე დროში თვალშისაცემი
პროგრესი განიცადა: ჯერ იყო საქართველოს თასის ნახევარფინალი, შემდეგ პირველ ლიგაში
საპრიზო ადგილები, ბოლოს კი ეს ყველაფერი უმაღლესი ლიგით დაგვირგვინდა. 2011 წელს პირველად
ისტორიაში ისინი საუკეთესოთა მარაქაში გაერივნენ. მარტვილელებმა აქაც არ შეირცხვინეს
თავი და ღირსეულად წარმოაჩინეს რაიონი, თავად განსაჯეთ, დებიუტანტმა „მერანმა“ საკუთარ
არენაზე „დინამოს“ 2:1 სძლია, ხოლო სტუმრად 2:2 ეთამაშა. პირწმინდად გაანადგურა ქუთაისის
„ტორპედო“ (1:0; 3:0), „ზესტაფონთან“ დრამატულ ბრძოლა კი
4:4 დაასრულა...
P.S. უკვე დანამდვილებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ გაისად ისევ 12 გუნდი ითამაშებს
უმაღლეს ლიგაში (სამეგრელო ისევ სამი გუნდით იქნება წარმოდგენილი). სისტემამ, რომელმაც
ამდენი გაურკვევლობა და დავიდარობა გამოიწვია აუცილებლად შეიცვლება. აღნიშნულ 8 გუნდს
კი დაემატებიან: საჩხერის „ჩიხურა“, ბათუმის „დინამო“, ბოლნისის „სიონი“ და მცხეთის
„ვიტ ჯორჯია“.
საქართველოს ჩემპიონატის საბოლოო ცხრილი ასე გამოიყურება:
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი
|
გუნდები
|
თ
|
მ
|
ფ
|
წ
|
ბ
|
ქ
|
|
1
|
ზესტაფონი
|
28
|
16
|
7
|
5
|
52-28
|
55
|
2
|
მეტალურგი
|
28
|
17
|
4
|
7
|
39-28
|
55
|
3
|
ტორპედო
|
28
|
14
|
6
|
8
|
33-25
|
48
|
4
|
დინამო
|
28
|
10
|
10
|
8
|
47-35
|
40
|
5
|
დილა
|
28
|
10
|
7
|
11
|
38-32
|
37
|
6
|
კოლხეთი
|
28
|
8
|
8
|
12
|
25-39
|
32
|
7
|
ბაია
|
28
|
5
|
7
|
16
|
25-48
|
22
|
8
|
მერანი
|
28
|
6
|
3
|
19
|
31-55
|
21
|
მოამზადა: ბესიკ
გვაზავამ
საქართველოს
სპორტულ ურნალისტთა
ასოციაციის წევრი
No comments:
Post a Comment