გვერდი

Monday 9 April 2012

მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ პეტიცია


ხუთშაბათს, 14 საათზე, მედიაგაერთანების წევრები კომუნიკაციის  მარეგულირებელი  კომისიის შენობის წინ საპროტესტო აქციასმარეგულირებელო არეგულირე! ნუ ზღუდავ!“ გამართავენ.
აქციაზემედიაგაერთიანების წევრები ტელეკომპანიებზე - „მე-9 არხიდათრიალეთი“, მარეგულირებლის მხრიდან მიმდინარე ზეწოლას გააპროტესტებენ. იმავე დღეს, პეტიცია გადაეგზავნებათ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს.

პეტიცია
საქართველოში სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას კვლავ სერიოზული საფრთხე ემუქრება. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, ცივილიზებული საზოგადოებისათვის შეუწყნარებელი ვანდალიზმით, მოახდინა დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიების დარბევა, საქართველოს სამაუწყებლო ბაზარზე აღარ არსებობს სამაუწყებლო კომპანია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას ალტერნატიულ ინფორმაციას მიაწოდებს.
თითზე ჩამოსათვლელი ადგილობრივი დამოუკიდებელი მაუწყებლები კონკურენციას ვერ უწევენ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ეროვნულ მაუწყებლებს, რომლებიც ყოველდღიურად საზოგადოებას ხელისუფლების მაამებელი, ხოლო განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ აგრესიული ინფორმაციით კვებავენ.
რამდენიმე ხნის წინ, გაჩნდა შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მოსახლეობამ ინფორმაცია კიდევ ერთი ალტერნატიული საინფორმაციო წყაროსაგან მიიღოს. სწორედ ასეთი პოტენციალი გააჩნია ტელეკომპანიამე-9 არხს“, რომელიც მაუწყებლობის დაწყებას რამდენიმე დღეში აპირებს. წინასწარ არის ცნობილი, რომ სამაუწყებლო ბაზრის სხვა მოთამაშეების უმრავლესობისგან განსხვავებით, ტელეკომპანიამე-9 არხიარ აპირებს განახორციელოს ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა.
პირიქით, მისი მიზანია მაყურებელს მიაწოდოს ოფიციოზისგან განსხვავებული ინფორმაცია, მოუყვეს მოსახლეობას ისეთი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ, რომლებზეც მუდმივად თვალს ხუჭავენ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი მაუწყებლები, შესთავაზოს მაყურებლებს ალტერნატიული ხედვა და თვალსაზრისი საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ელექტრონული მედიის ბაზარზე მისი კონტროლის მიღმა მყოფი ახალი მოთამაშის გამოჩენა ძლიერ აშინებს. ამაზე მეტყველებს უკანასკნელი თვეების განმავლობაში სატელევიზიო არხის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული, უფრო მეტიც, დანაშაულებრივი მოქმედებები. კერძოდ, საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ჩვეულებად იქცა ტელეკომპანიამე-9 არხისთვისგანკუთვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მოწყობილობების განზრახ დაზიანება, რაზეც საგამოძიებო ორგანოები არავითარ რეაგირებას არ ახდენენ.
არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე აღნიშნული მოწყობილობა გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შესაბამისად, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგი, რასაც ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყება უნდა მოჰყოლოდა. თუმცა, საქართველოში ეს არ მომხდარა, რაც ამ ფაქტთან სახელმწიფო ორგანოების კავშირზე მიუთითებს.
პარალელურად, მიმდინარეობს იმ საკაბელო ქსელების ოპერატორების დატერორება, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გახდნენ ტელეკომპანიამე-9 არხისრეტრანსლაციის განმახორციელებლები. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ საჯაროდ გამოუცხადა თავის აბონენტებს, რომ თავის საკაბელო პაკეტში ტელეკომპანიამე-9 არხისსიგნალსაც შეიტანდა.
უკანასკნელი კვირების მოვლენები ადასტურებს, რომ სადღაც, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში იგეგმება და ცენტრალიზებულად იმართება სხვადასხვა სახის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომელთა მიზანი ახლო მომავალში შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგისელექტრონული კომუნიკაციების ბაზრიდან განდევნა და კომპანიის გაკოტრება წარმოადგენს.
საკმარისია რამდენიმე ფაქტის დასახელება, რომ ასეთი განცხადების მართებულობა თვალსაჩინო გახდეს ნებისმიერი ობიექტური და ნეიტრალური პირისათვის. ათიოდე დღის წინ, სულ რამდენიმე დღის ინტერვალით, შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგმამიიღო მოთხოვნები ტელეკომპანიებისგანტელეიმედი“, „რუსთავი-2“, „ახალი არხი“, „მზედასაქართველო“, რომლებმაც მსგავსი მოტივებით შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგსსაკაბელო პაკეტიდან მათი არხების ამოღება მოსთხოვეს.
პარალელურად, შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგისაბონენტთა რიგებს, ერთი-მეორის მიყოლებით სტოვებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებსაც აქამდე ამ საკაბელო ქსელის ოპერატორის მიმართ რაიმე პრეტენზიები არ გამოუთქვამთ.
რამდენიმე დღის წინ შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგსმიმართ იგივე, კარგად აპრობირებულიხერხიიქნა გამოყენებული, რომელსაც აქამდე მარტო ტელეკომპანიამე-9 არხის მიმართიყენებდნენ. აეროპორტის საბაჟოზე ფუნქციონალურად მწყობრიდან იქნა გამოყვანილი საერთო ჯამში 36,000 აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკური მოწყობილობები, რომელთა გარეშეც აბონენტები ვერ შესძლებენ საკაბელო ოპერატორის მიერ გადაცემული სიგნალის მიღებას. ეს პირდაპირ ზიანს აყენებს შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგისახალ მარკეტინგულ სტრატეგიას, რომლის მიზანი საკაბელო კომპანიის აბონენტთა ქსელის რადიკალური გაფართოვება წარმოადგენს.
ამ კანონსაწინააღმდეგო სქემაში, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც. ამას წინათ, შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგმამიიღო აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის წერილი, რომლითაც მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლისა და უფლებამოსილების გარეშე, საკაბელო ქსელის ოპერატორისგან ითხოვსთავი შეიკავოსერთ-ერთი პოპულარული უცხოური სატელევიზიო არხის - THT- რეტრანსლირებისაგან.
მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგმავერ წარუდგინა კომისიას THT- სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოში ტრანზიტული გავრცელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობას შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგიიმდენადვეა მოკლებული, რამდენადაც ნებისმიერი სხვა საკაბელო ოპერატორი, რომელსაც თავის პაკეტში THT- არხი აქვს შეტანილი. ასეთი შესაძლებლობა გააჩნია მხოლოდ თავად THT-, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისდიქციის მიღმა იმყოფება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო არ ახორციელებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მქონე პირთა ინტერესთა დაცვას, რადგან თავად ამ უფლებების კერძოსამართლებრივი ხასიათის გამო, ასეთი უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო სასამართლოს გააჩნია.
ასეთი სქემის წარმატებით ექსპერიმენტირების შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეუძლია შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგსასეთივე მოთხოვნა - „არხის რეტრანსლირებისაგან თავის შეკავების თაობაზე“ - ნებისმიერ სხვა არხთან დაკავშირებითაც წარუდგინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგისაკაბელო პაკეტის გარეშე დარჩება. ცხადია, რომ ასეთ პირობებში საკაბელო კომპანიისათვის შეუძლებელი გახდება ყველაზე ერთგული აბონენტის შენარჩუნებაც კი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ მოხდა შპსგლობალ კონტაქტ კონსალტინგი“- სანქცირება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის მხრიდანრომელიც გაფრთხილებით შემოიფარგლა.  ეს იყო ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი კომპანიის შევიწროებისა და მისი დისკრიმინაციის მიზნით. კომისია გასცდა მისი რეგულირების სფეროს. გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო კომპანიის სანქცირების მიზნით არ არის სამართლებრივად დასაბუთებული, ვინაიდან იგი სცილდება მარეგულირებელი კომისიის იურისდიქციის ფარგლებს.  კომისიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები სულ უფრო ნათელს ხდის ხელისუფლების მიზანს.
ზემოთ აღწერილი გარემოებების თანამიმდევრულობა და სისტემურობა პრაქტიკულად გამორიცხავს მათ სპონტანურობას. აშკარაა, რომ ყველაფერი ერთი საკონტროლო ცენტრის მიერ არის ორგანიზებული. ცხადია ისიც, რომ ასეთი საკონტროლო ცენტრი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არის საძიებელი. ეს არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომლის ამოცანაა საქართველოს მოსახლეობის დატოვება მხოლოდ ერთი საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანის ამარა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვება მომავალ არჩევნებში.
ყოველივე ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებასთან, მედიის პლურალიზმთან და გამოხატვის თავისუფლებასთან. ეს ღირებულებები საქართველოს მოსახლეობისათვის სულ უფრო და უფრო ხელმიუწვდომელი ხდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, შეწყდეს ზეწოლა თავისუფალ  მედიაზე, შეწყდეს დისკრიმინაცია კონკრეტული მედია საშუალებების და მოხდეს მათი თანაბარუფლებიან პირობებში ჩაყენება.


No comments:

Post a Comment