გვერდი

Friday 11 May 2012

მანანა კობახიძე: "საქართველოში შიში დაძლეულია"

     პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები სენაკს ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. 
     პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ შეკრებილებს კოალიციისა და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.
     „გვსურს იმ ადამიანების გაერთიანება, ვისაც მობეზრდა იმ სიდუხჭირესა და უღირს პირობებში ყოფნა, რომელშიც სამწუხაროდ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამყოფებს ჩვენს თანამემამულეებს“ – განაცხადა კობახიძემ და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შიშის დაძლევისა და გამგებლების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ხალხმა სოფლებიდან სენაკში ჩასვლა შეძლო.
      მისი თქმით, ის, რომ დარბაზმა სტუმრები ვერ დაიტია, იმის გამოხატულებაა, რომ შიში დაძლეულია. 
      „მინდა ეს სიტყვა აღარ ვახსენოთ. შიში მაშინ იქნა დაძლეული, როდესაც ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც უმაღლესად შეეძლო ეცხოვრა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სამოთხის მსგავს ნებისმიერ კუთხეში, გადადო ეს ყველაფერი, რათა ადამიანებს ღირსეული ცხოვრება დაუბრუნოს“ - განაცხადა მანანა კობახიძემ და აღნიშნა, რომ მისი, როგორც იურისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის პროფესიიდან გამომდინარე, 2003 წლიდან დღემდე, საქართველოში არნახული სიძულვილი ნახა საკუთარი ხალხისა თუ როგორ შეიძლება ხელისუფლებამ წაართვას ადამიანებს საკუთრება, სიცოცხლე, ღირსება, ციხეში ჩასვას, აწამოს და არაადამიანურად მოექცეს.

newspress.ge

No comments:

Post a Comment