გვერდი

Wednesday 8 August 2012

"სააკაშვილი ბუდა-ბარს სტრიპტიზორებთან ერთად სტუმრობდა"


"ეს ქალაქი, რომელიც ახლა ნაფრონტალს ჰგავს, უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე წარდგება უფრო მეტი ბრწყინვალებით, ვიდრე ოდესმე ყოფილა თავის ისტორიაში", - ასე დააიმედა 31 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის მოსახლეობა. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ქვეყნის პირველი პირი ადამიანის უფლებათა დამცველმა დაჩი ცაგურიამ ბუდა-ბარში შენიშნა. როგორც ჩანს, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დარდი პრეზიდენტმა სწორედ რიყეზე გახსნილ ბუდა-ბარში განიქარვა... გვესაუბრება დაჩი ცაგურია:
-
დაჩი, ვისგან შეიტყვე, მიხეილ სააკაშვილი ბუდა-ბარს რომ სტუმრობდა?
- ბოლო ხანს პრეზიდენტის გარემოცვიდან უფრო და უფრო ჟონავს ინფორმაცია. ბუნებრივია, ვერ დავასახელებ, ვისგან შევიტყვე ეს ამბავი. მიხეილ სააკაშვილი ბუდა-ბარს ღამის 2-ის ნახევარზე ესტუმრა, როდესაც იქ არავინ იმყოფებოდა და დაახლოებით 2 საათს დაყო. მე და გადამღები ჯგუფი რომ არ მივსულიყავით, ალბათ, უფრო დიდხანსაც გაჩერდებოდა. ბუდა-ბარის მთელ პერიმეტრს აკონტროლებდნენ დაცვის პოლიცია და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებმაც ბუდა-ბართან მიახლოების უფლება არ მოგვცეს. ღამის 4 საათზე სააკაშვილმა, დაცვის თანხლებით, ბუდა-ბარი დატოვა. როგორც ვიცი, ბუდა-ბარში დისკოკლუბია და მიხეილ სააკაშვილი იქ იმყოფებოდა.
- დაჩი, ვიდეოკადრებში ჩანს, პრეზიდენტი ბუდა-ბარში მარტო არ იყო. ბარიდან პრეზიდენტის შემდეგ რამდენიმე გოგონა გამოვიდა. ვინ იყვნენ ეს გოგონები?
- ეს გოგონები იყვნენ სტრიპტიზკლუბ "დივას" მოცეკვავეები. იქ ცეკვავენ როგორც უკრაინელი, ასევე ქართველი გოგონები. როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დატოვა ბუდა-ბარი, ეს გოგონები "ჰამერით", "ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200"-ის ჯიპითა და კიდევ ერთი მანქანით უშუალოდ სააკაშვილის დაცვამ წაიყვანა და, ალბათ, დააბინავა. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა ეს გოგონები ახლა თავის დაცვას მიაბარა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მისი პირადი მასაჟისტის, ამერიკელი დოქტორ დოტის გადაადგილებასაც ხომ პრეზიდენტის დაცვა უზრუნველყოფდა!




თამარ ბოჭორიშვილი

No comments:

Post a Comment