გვერდი

Friday 3 August 2012

ფოთში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს შეურაწყოფა მიაყენა


3 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, კოალიცია `ქართული ოცნების~ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებს ქუჩაში, გაზეთებისა და მოსაწვევების დარიგებისას, მიუახლოვდა ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი ნაჭყებია. მან ახალგაზრდებს ჯერ გამოართვა `ქართული ოცნების~ გაზეთი და მოსაწვევი, შემდგომ დახია ისინი და ახალგაზრდა გოგონებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით სახეში შეაყარა.
`ქართული ოცნების~ აქტივისტებმა პროვოკატორს თავი აარიდეს და გზა განაგრძეს. მათ აედევნა შავი ფერის ჯიპი `ტოიოტა პრადო~ სახელმწიფო ნომრით CJC-251, რომელიც ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. მანქანებში მსხდომებმა `ქართული ოცნების~ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იქაურობას გაეცალნენ.
`ქართული ოცნების~ მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, ზემოაღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რომელიც კანონით ისჯება, როგორც საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლა.
მსგავსი ქმედებებით ნაციონალური მოძრაობა თვითონ მოდის წინააღმდეგობაში მათ მიერ ინიცირებულ 4 პუნქტიან გეგმასთან წინასაარჩევნოდ ეთიკის დაცვის შესახებ.

No comments:

Post a Comment