
სამეგრელოში და არა მარტო სამეგრელოში, მთელს საქართველოში კარგად იცნობდნენ მამანტი კვირტიას, როგორც ჟურნალისტს, პოეტს, ტოპონიმიკისა და ეთნოგრაფიის უზადო მკვლევარს, ფუნაგორიებისა და მახვილსიტყვაობის დიდოსტატს. თავისი ნიჭის წყალობით ახალგაზრდობიდან დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა. 30-იან წლებში ზუგდიდში მეგრულად გამომავალ „ყაზაყიში გაზეთის“ თანამშრომელი ხდება. როცა ისაკ ჟვანია ზუგდიდან ოსეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად გადაიყვანეს, მამანტი თან წაიყვანა და სათავეში ჩაუყენა ახლადდაარსებულ საოლქო გაზეთს „საბჭოთა ოსეთი“. იგი იყო ჩხოროწყუს რაიონული გაზეთის რედაქტორი, მოღვაწეობდა განათლების სისტემაში, პარტიულ სამუშაოებზეც, მაგრამ იგი მაინც დარჩა პუბლიცისტური წერილებითა და ნააზრევით თავისი კუთხის მკვლევარად.
ბატონი მამანტის ხშირი სტუმრები იყვნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები. უპირველესად ლინგვისტები, ეთნოგრაფები, ფოლკლორისტები. ახლო ურთიერთობა ჰქონდა აკაკი შანიძესთან, არნოლდ ჩიქობავასთან, ვარლამ თოფურიასთან, აპოლონ ცანავასთან, ტოგო გუდავასთან, გიზო ჭელიძესთან... მის მიერ შეკრებილი
ფოლკლორული მასალები შესულია ტოგო გუდავას მიერ გამოცემულ „ქართული ხალხური სიტყვიერების“ III ტომში, აპ. ცანავას „ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში“, აკ. შანიძის შრომებში და სხვ.
ფოლკლორული მასალები შესულია ტოგო გუდავას მიერ გამოცემულ „ქართული ხალხური სიტყვიერების“ III ტომში, აპ. ცანავას „ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში“, აკ. შანიძის შრომებში და სხვ.

წიგნში ბატონი მამანტის ყველა ნაშრომი როდია შესული, განსაკუთრებით დასანანია მეგრულ-ქართული ლექსიკონი, რომლის დასრულება ავტორმა ვერ მოასწრო, გაზეთებში მიმოფანტული პუბლიცისტური წერილები და გამოკვლევანი, სამეცნიერო სესიებზე წაკითხული მოხსენებები, პირადი მიმოწერები...
იგი უზადოდ იყო შეყვარებული თავის კუთხეზე, კარდაკარ უვლია და შეუგროვებია ხალხური პოეზიის ნიმუშები, ზღაპრები, შელოცვები, გამოცანები, ჩაუწერია საინტერესო ეპიზოდები. უშუალო კონტაქტს ამყარებდა რიგით, სხვადასხვა ხელობის ადამიანებთან, მის ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო წიგნი ინახება, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული. მათგან ზოგიერთი წისქვილში აქვს ნაპოვნი, მღვდლის ოჯახში და ა.შ.
ბატონი მამანტი იყო ფენომენალური მეხსიერების, ზედმიწევნით პუნქტუალური და აკურატული, არ აკლდებოდა არც ერთ შეხვედრას თუ თავყრილობას, ეხმაურებოდა ყოველ საზოგადოებრივ მოვლენას, იყო შეუდარებელი თამადა და საუკეთესო მომლხენი.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ყველას და ყველაფერს ყურადღებას აქცევდა თავად არ იყო სხვებისგან განებივრებული. თქვენ წარმოიდგინეთ ათეულობით წლები რედაქციებში იმუშავა და ჟურნალისტთა კავშირის წევრი არ ყოფილა, თვითონ ხუმრობდა ხოლმე „ძეგლთა დაცვის საზოგადოების წევრის ღირსიც არ გამხადესო“. ასეთი უპრეტენზიო პიროვნება ამქვეყნიდანაც უჩუმრად წავიდა 1989 წელს. იგი ეროვნული მოძრაობის აღორძინების პერიოდში გარდაიცვალა, ვერ მოესწრო დამოუკიდებელი საქართველოს ხილვას.
ბატონი მამანტი იყო ფენომენალური მეხსიერების, ზედმიწევნით პუნქტუალური და აკურატული, არ აკლდებოდა არც ერთ შეხვედრას თუ თავყრილობას, ეხმაურებოდა ყოველ საზოგადოებრივ მოვლენას, იყო შეუდარებელი თამადა და საუკეთესო მომლხენი.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ყველას და ყველაფერს ყურადღებას აქცევდა თავად არ იყო სხვებისგან განებივრებული. თქვენ წარმოიდგინეთ ათეულობით წლები რედაქციებში იმუშავა და ჟურნალისტთა კავშირის წევრი არ ყოფილა, თვითონ ხუმრობდა ხოლმე „ძეგლთა დაცვის საზოგადოების წევრის ღირსიც არ გამხადესო“. ასეთი უპრეტენზიო პიროვნება ამქვეყნიდანაც უჩუმრად წავიდა 1989 წელს. იგი ეროვნული მოძრაობის აღორძინების პერიოდში გარდაიცვალა, ვერ მოესწრო დამოუკიდებელი საქართველოს ხილვას.
ნუგზარ ჟვანია
რედაქციის მინაწერი:
ამ წერილის ავტორმა, ბატონმა ნუგზარ ჟვანიამ 2002 წელს გაზეთ „მახარიაში“ გამოაქვეყნა თავის პირად არქივში აღმოჩენილი მამანტი კვირტიასთან საუბრის ჩანაწერები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს მცირეოდენი შემოკლებით:
რატომ უწოდა მეგრელმა საკუთარ თავს ВИШИ СОРТИ
ГРУЗИН
ეს ანეკდოტი _ ყვება მამანტი, სიმართლესთან ახლოსაა. ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი ნაწილობრივ სიმართლეს რომ არ შეიცავდეს. 50-იან წლებში ქართველს დიდ პატივს სცემდნენ რუსეთში „სათვალიანის“ ავტორიტეტით. მოსკოვში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაიჭირეს სომეხი, აზერბაიჯანელი და მეგრელი. რუსი პოლიციელი ეკითხება სომეხს, სადაური ხარო. სომეხი ეგრევე პასუხობს _ თბილისელი ვარ, ქართველიო. პოლიციელი უსიტყვოდ ანთავისუფლებს მას. აზერბაიჯანელმაც იგივე პასუხით ადვილად დაიძვრინა თავი. შენ ვინა ხარ? _ ეკითხებიან მეგრელს _ მე მეგრელი ვარ _ უპასუხა ზუგდიდელმა. რუსმა ვერ გაიგო თუ რა ეროვნების იყო დაკავებული და გაუმეორა კითხვა. ხედავს მეგრელი რომ იჭედება და უპასუხა ВИШИ СОРТИ ГРУЗИН-ვარო.
ამ ანეკდოტს ხშირად ყვებიან და ზოგიერთები ამით იმაზე მიანიშნებენ თითქოს მეგრელს ყველა სხვა ქართველზე უკეთ მოჰქონდეს თავი. ეს ასე არ არის. სომეხთან და თათართან შედარებით ის მართლაც იყო უმაღლესი ხარისხის ქართველი. რა არის ამ პასუხში გასაკვირი?
უდიდესი ქართველები
დღეს ბევრს ასახელებენ სახელოვან პიროვნებად. მართლაც, არა ერთი ჭეშმარიტი მამულიშვილი გვყავს, მაგრამ ქუჯის და ფარნავაზს ვერავინ შეედრება. მათ ჩინებულად იცოდნენ, რომ ერთი სისხლისა და მოდგმისანი იყვნენ, პირადულზე მაღლა დააყენეს ზოგად ქართული სახელმწიფოს შემქნის იდეა და მიაღწიეს კიდეც. დახედეთ რუკას. მაშინ ქუჯი მთელი დასავლეთ საქართველოს პატრონი იყო, მას მიმატებული დღეს თურქეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რამხელა ტერიტორიაა, რა წილით შევიდა იგი ქართულ სახელმწიფოში ყოველგვარი ამბიციების გარეშე. მისთვის უცხო რომ ყოფილიყო ქართული ენა, კულტურა, ყოფა მაშინ ამას გააკეთებდა? ან ფარნავაზი შესთავაზებდა უცხო ტომელს გაერთიანებას? მსგავსი წინადადებით რატომ არ მიმართა სომხებს, ალბანელებს ან სხვა ტომებს? ამდენად, ქუჯი ჩემთვის უდიდესი ქართველია,რომელმაც ყველაზე უკეთ შეიგნო ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობა, რისთვისაც ყველაფერი უშურველად გაიღო.
სომხები გაღმა შედავების
პოლიტიკით კოდირებული ერია
თურქეთის ტერიტორიაზე ბევრია მეგრულ-ლაზური წარმოშობის ტოპონიმები, განსაკუთრებით „ში“ სუფიქსზე დაბოლოებული. ასეთი სახელწოდებები დღესაც გვხვდება იმერეთში, გურიაში, რაჭაში, აფხაზეთში და წარმოიდგინეთ, სამხრეთ საქართველოშიც. ეს ტერიტორიები მეგრულ-ლაზური ტომებით იყო დასახლებული. ვისაც ამის გაგება არ უნდა, ის ქართული კულტურის მტერია, რადგან ამის უარყოფა ნიშნავს იმას, რომ სხვას შეატოვო შენი განძი, შენი ისტორიული წარსული.
_ ბატონო მამანტი, სომხები ამტკიცებდნენ ერთ დროს _ „სი“ სუფიქსზე დაბოლოებული ტოპონიმები რაც არსებობს საქართველოში ყველა სომხურიაო. არგუმენტად თავიანთი ქალაქი ანისი მოჰყავდათ. თქვენც ხომ არ მოგდით ასე, როცა ამტკიცებთ „ში“-ზე დაბოლოებული ტოპონიმები მეგრულიაო.
_ სომხები დიდი კულტურის ხალხია, მაგრამ ყოველთვის იცოდნენ გაღმა შედავება. ეს ერი ასეა კოდირებული. მათ მხოლოდ ერთი ქალაქი აქვთ ანისი „სი“ სუფიქსზე დაბოლოებული. მეტი რომელი ქალაქი აქვთ? ჩვენ კი _ უამრავი. განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთს თავი დავანებოთ დასავლეთ საქართველოში ცოტაა? თუ კი ასეა, მაშინ ფაზისიც და ქუთაისიც სომხური წარმოშობის ტოპონიმები ყოფილა. ეს ხომ აბსურდია. „ში“ სუფიქსი კი, აქვს მხოლოდ მეგრულ-ლაზურს და გულისხმობს კუთვნილებას. ასე რომ, აქ სადავო არაფერია.
იყო საჭირო მეგრელთა
ავტონომია?

ნუგზარ ჟვანია.
No comments:
Post a Comment