გვერდი

Wednesday 4 January 2012

ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა


ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დაბადების დღე ოჯახის წევრებთან ერთად მიულოცა.
გილოცავთ დაბადების დღეს!  გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს. თქვენ მოგიწიათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლობა ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, გამოიარეთ მრავალი განსაცდელი და თქვენი სიბრძნით, შემწყნარებლობითა და დაუღალავი მოღვაწეობით დაიმსახურეთ უდიდესი პატივისცემა ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთაც. თქვენ ბრძანდებით აღიარებული ავტორიტეტი როგორც საქართველში მცხოვრები თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის, ისე  ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. იხარეთ და იბედნიერეთ!, - განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრამ თბილ ვითარებაში ჩაიარა. პატრიარქმა ივანიშვილი დალოცა: „მე მინდა დავლოცო თქვენი ოჯახი. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული და საქართველოსთვის თავდადებული მოღვაწეობა“.
პატრიარქი ბერას შემოქმედებითაც დაინტერესდა და მის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები მოისმინა.

ცნობისათვის, 4 იანვარს უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II- 79  წელი შეუსრულდა.

იხილეთ ვიდეო:

No comments:

Post a Comment