ძნელი წარმოსადგენია ასეთი "მძიმე ტვირთი" მარტვილის გამგებელმა სკოლის დირექტორს რატომ აჰკიდა, ან თავად დირექტორი კიკალიშვილი, რომელიც წესით სკოლის მოსწავლეების აღზრდის უნდა იყოს დაკავებული, ამ უკანონობაში რატომ მონაწილეობს?! მაგრამ ერთი რამ ცხადია, ხელისუფლება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ გულმოდგინედ ცდილობს საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს და გამოხატვის თავისუფლება თუ ობიექტური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მაქსიმალურად შეზღუდოს.
Saturday, 23 June 2012
სკოლის დირექტორი ტერორის სამსახურში
Tuesday, 12 June 2012
მარტვილელი ფეოდალები მოსახლეობას აწიოკებენ

martvilis soflebSi miwebis garSemo Seqmnil viTarebaze `Tavisufal presas~ esaubra sofel muxurCis mkvidri da erT erTi dazaralebuli pirovneba giorgi yurua.
_ra xdeba martvilis soflebSi miwebTan dakavSirebiT da ra problemebi eqmneba amis gamo mosaxleobas?
Sunday, 10 June 2012
ბიძინა ივანიშვილის მიერ ქუთაისის აქციაზე წარმოთქმული სიტყვა
მოგესალმებით, ჩემო საყვარელო იმერლებო!
მიხარია, რომ დღეს ქუთაისში ვარ, დიდებული იმერეთის მიწაზე ვდგავარ!
მიხარია, რომ დღეს მთელი ქუთაისი და მთელი იმერეთი ფეხზე დგას!
რამდენს ეცადნენ, რომ წინ აღდგომოდნენ ჩვენს შეკრებას, რა არ ქნეს, ბაგა-ბაღის ბავშვების გამოყენებაც კი სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
ვეღარავინ შეძლებს ჩვენს შეჩერებას, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, ამას ჩვენ ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, მთელ ქვეყანას დავაყენებთ ფეხზე, ისე როგორც მთელი ქუთაისი დგას დღეს ფეხზე! ისე, როგორც 27 მაისს დადგა ფეხზე მთელი თბილისი!
27 მაისს თბილისმა ხმამაღლა უთხრა ხელისუფლებას - არა უსამართლობას! არა სიცრუეს! დღეს ამას ქუთაისი ამბობს!
27 მაისს, სულ რამდენიმე დღის წინ, წუთიერი დუმილით დავიწყეთ ჩვენი შეხვედრა თბილისელებთან. დღესაც, ქუთაისშიც, სამძიმრის სიტყვებით გვიწევს ჩვენი შეხვედრის დაწყება.
Friday, 1 June 2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები დაშინებაზე საუბრობენ
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამაშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და დაშინებას ეხება. განცხადებაშია ნათქვამია, რომ იმისმიუხედავად, რომ არაერთხელ მკაფიოდგამოხატეს პოზიცია მინისტრ დიმიტრი შაშკინისგადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბოლოდღეებში განვითარებულმა მოვლენებისა და ხშირშემთხვევაში, გავრცელებულმა არაობიექტურმა ინფორმაციამ კიდევ ერთი განმარტების გაკეთება აიძულათ.
„სამსახურის დატოვება იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და პასუხი მინისტრის სრულიად დაუსაბუთებელ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე, მის პოლიტიკასა და ქმედებებზე. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოსაზრებებს. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იქნება ამ ნაბიჯს მიღმა პოლიტიკური მოტივების ძიება“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.
„სამსახურის დატოვება იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და პასუხი მინისტრის სრულიად დაუსაბუთებელ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე, მის პოლიტიკასა და ქმედებებზე. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოსაზრებებს. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იქნება ამ ნაბიჯს მიღმა პოლიტიკური მოტივების ძიება“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.
Subscribe to:
Posts (Atom)